Facebook-მა 104 წლის ქალბატონს მოუბოდიშა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 18:15

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" წარმომადგენელმა, ენდრიუ ნოიზმა ამერიკის 104 წლის მოქალაქეს, მარგარეტ ჯოზეფს საჯარო ბოდიში მოუხადა  იმ ერთი შეხედვით მარტივი გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა ქალბატონმა ვერ შეძლო საკუთარი დაბადების თარიღის მითითება, ვინაიდან საიტზე მხოლოდ 99 წლამდე პიროვნებებს შეეძლოთ რეგისტრაცია. ნოიზის თქმით, კომპანია მუშაობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებაზე.

კომპანიის გამოხმაურება მოჰყვა მარგარეტ ჯოზეფის შვილიშვილის, გეილ მარლოუს წერილს, რომელიც ბებიას სოციალურ ქსელში არეგისტრირებდა და აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილომ, "ფეისბუქის" დამფუძნებელს, მარკ ცუკენბერგს საყვედურის წერილი გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46