მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, ხალხს პარლამენტიდან მიმართოს

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 18:10

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა პარლამენტის შენობიდან და მისი ტრიბუნიდან მიმართოს ხალხს.

მისი განცხადებით, ეს შესაძლებლობა არავის წაურთმევია პრეზიდენტისთვის. ასევე პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მარტის ბოლოს მოხდება.

"ჩვენი ვალია, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივი ვცეთ, რომელმაც ოთხი წლის ვადით აგვირჩია და რომელმაც, პრეზიდენტი ცხრა წლის წინ აირჩია. გიდასტურებთ ჩემს სიტყვებს, რომელიც თქვენთან შეხვედრაზე გავაკეთე, რომ ამ შენობიდან,  პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოთ თქვენი მიმართვა და ეს უფლება თქვენთვის არავის წაურთმევია. 8 თებერვალს, თქვენი გამოსვლა გადავდეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა თქვენი ცარიელ დარბაზში გამოსვლა - ეს არ გვინდოდა.  პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ გექნებათ, თუმცა, თქვენი გამოსვლა იქნება ცარიელ კედლებში თუ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე - მზად ხართ თუ არა პარლამენტს დაუბრუნოთ საკუთარი უფლებამოსილება. რაც უფრო მალე გაცხადდება თქვენი მზაობა, მით უფრო მალე გამოხვალთ პარლამენტში. მთავარი ის კი არაა,  პარლამენტში გამოხვალთ თუ არა, არამედ -  ცარიელ დარბაზში გამოხვალთ თუ პარლამენტის წინაშე", - მიმართა პრეზიდენტს უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართვლოს პრეზიდენტისათვის პარლამენტს 8 თებერვალს უნდა მოესმინა, თუმცა მაშინ უმრავლესობამ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5