მოსკოვში სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი თბილისის მკვიდრი აღმოჩნდა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 17:05

სამართალდამცავმა ორგანოებმა, მოსკოვში, სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი 42 წლის პიროვნება დააკავეს, რომელიც თბილისის მკვიდრია. ზემოთხსენებული, ეჭვმიტანილია მოსკოვში მომხდარ სერიულ მკვლელობებში.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის მსხვერპლს ქალები წარმოადგენდნენ. იგი მათ არწმუნებდა, თითქოს ფლობდა ექსტრასენსულ ნიჭს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მათ აურის დადებითი ენერგიებით დამუხტვას სთავაზობდა, ამის შემდგომ კი მსხვერპლის ორგანიზმში ჰეროინის სასიკვდილო დოზა შეყავდა.

სამართალდამცავთა ცნობით, ამ გზით ეჭვმიტანილმა სულ მცირე ოთხი ქალი იმსხვერპლა და 1,5-დან 3 მილიონ რუბლამდე "გამოიმუშავა".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46