არასამთავრობოები წამების მსხვერპლ პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ შელახული უფლებებისა და ღირსების აღდგენა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 17:13

არასამთავრობო ორგანიზაციები წამების მსხვერპლი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი მიმართვას ავრცელებენ და მოუწოდებენ, სანამ შესაძლებელია წამებისა და ძალადობის ჯერ კიდევ არსებული ნიშნებისა და კვალის აღწერა და დოკუმენტურად დაფიქსირება, მიმართონ შესაბამის უწყებებს.

მიმართვის ტექსტს "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიებისა, რაც გახდებოდა საქართველოს ციხეებში ძალადობის პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობა. ამ მოლოდინს ამყარებდა ხელისუფლებისა და მთავრობის მტკიცე დაპირებები ამგვარი გამოძიების დაწყების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი რჩება როგორც გამოძიების მიმდინარეობის ინტენსიურობა, ასევე მისი შედეგობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, 2013 წლის 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისათვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამჯერად მივმართავთ ნაწამებ პატიმრებს, ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახების წევრებს და მოვუწოდებ, თავადაც დაიწყონ აქტიური მოქმედება შელახული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის უმნიშვნელოვანესია ძალადობის კვალის დროული დოკუმენტირება. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წამების ფაქტების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს წამების დოკუმენტირება, დროთა განმავლობაში წამებისა და ძალადობის კვალი (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური და ფსიქოლოგიური) მცირდება და ქრება. შესაბამისად, მომავალში მით უფრო გართულდება წამების ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება. ამიტომ, მოგიწოდებთ თავად მიმართოთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის, ფსიქოლოგიური და სამედიცინო (როგორც ფსიქიკური, ასევე სომატური ჯანდაცვის) პროფილის დაწესებულებებს, რათა დროულად მოხდეს წამებისა და ძალადობის ჯერ კიდევ არსებული ნიშნებისა და კვალის აღწერა და დოკუმენტურად დაფიქსირება.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამგვარი სერვისი ფასიანია და მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, მაგრამ წამებას დაქვემდებარებული ადამიანებისათვის ეს მომავალში შეიძლება გახდეს სამართლებრივი და სამედიცინო რეაბილიტაციისა და მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ჩვენ, ჩვენის მხრიდან კი გამოვთქვამთ მზაობას ამა თუ იმ ფორმით აღმოგიჩინოთ დახმარება და ხელი შევუწყოთ პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას." - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4