გვყავს ოპოზიცია, რომელსაც მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში სურს აცხოვროს ქვეყანა - თინა ხიდაშელი

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 17:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე, რომელიც 19 აპრილს ჩატარდება, კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ამ აქციაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ხელისუფლება აიღებს.

"ეს არის 8 თებერვლის გაგრძელება და ძალიან სამწუხაროა, როდესაც გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს, მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში აცხოვროს ქვეყანა, თუმცა ეს არ არის მათი პასუხისმგებლობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია, უზრუნველყოფთ, რომ ეს აქცია იყოს მშვიდობიანი და პრობლემა დემონსტრაციას არ შეექმნეს, თუკი ის იქნება მშვიდობიანი", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით, რომ 19 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე ჩატარდეს დიდი მიტინგი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46