რინგზე მოულოდნელად გარდაცვლილი მოკრივის ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 16:00

ამერიკელი მოკრივე, 29 წლის ჯერემია მოენი რინგზე გარდაიცვალა, - ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ გამართულ სამოყვარულო ტურნირზე "ოქროს ხელთათმანი", სადაც მოკრივე გამოდიოდა, პირველ ტურში ბრძოლისას ძირს დავარდა და გაითიშა. მოენი საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. 

როგორც გაირკვა, მას წინა შერკინებებში სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული თავის არეში და მისი სიკვდილის მიზეზი შემდეგ მიღებული ტრავმა აღმოჩნდა. 

მოკრივის ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ, მან ამის შესახებ განცხადება სიცოცხლეშივე გააკეთა. მოკრივის თქმით, მისი სიცოცხლე ასე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46