მაიზერ ლიპარტელიანმა კადრების ნახვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ იარაღი ყოფილა?! - სოსო რობაქიძე

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 16:02

ბუტა რობაქიძეს მამა სოსო რობაქიძის განცხადებით, ბუტა რობაქიძე არ იცნობდა იმ მანქანაში ნყოფ არცერთ პირს, გარდა ერთისა, რომელიც მისი ჯგუფელი იყო და ვისთანაც  გიორგობის მისალოცად მის ოჯახში იმყოფებოდა.

როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, მისი შვილი 6 საათზე არ ყოფილა მანქანაში. იგი  მანქანაში ჩაჯდა 20:45 წუთზე.

"იცნობდა ერთ-ერთს, რომელიც მისი კურსელია და ოჯახში იყო მისული გიორგობის დღის მისალოცად", - განაცხადა რობაქიძემ.

ასევე სოსო რობაქიძემ საქმის მთავარ მოწმეზე მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ეს ადამიანი სად ამბობს სიმართლეს, როცა  მაიზერ ლიპარტელიანმა გავრცელებული კადრების შემდეგ  შეცვალა ჩვენება.

"მაიზერ ლიპარტელიანს რაში ჭირდებოდა კადრები, როდესაც ის თვითონ იყო იმ ადგილზე,  ოცმეთაური იყო და 5 წუთში იქვე გაჩნდა. ადგილზე მისულმა ვერაფერი ნახა და კადრების ნახვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ იარაღი ყოფილა?! " - აღნიშნა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურას და ტელეკომპანიებს ორი დღის წინ ვიდეომასალა გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41