ნაციონალური მოძრაობა დიდი მიტინგის გამართვას გეგმავს

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 15:23

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და პარტიის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველო უდიდესი არჩევნის წინაშე დგას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობის ბუნდოვანი პოზიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით იძლევა საფუძველს, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატოს დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

მერაბიშვილის თქმით, ქვეყნის მომავალს პრორუსული ორიენტაცია არ წაადგება და უნდა გაგრძელდეს ევროპისკენ სწრაფვა. სწორედ ამიტომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, 19 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე ჩატარდეს დიდი მიტინგი.

"კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ჩვენი მომავალი არის ევროპა და არა რუსეთი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა. 

დათქმულ დრომდე კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავლენ ქვეყნის ყველა რეგიონში, ასევე გაიმართება პერმანენტული შეხვედრები დედაქალაქის მოსახლეობასთან. მერაბიშვილი მიტინგზე იწვევს ყველა პარტიას, რომელიც ქვეყნის ევროპული კურსის მომხრეა და მიაჩნია, რომ პრორუსული ორიენტაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46