შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 14:03

საპრეზიდენტო არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილებას მიიღებს და პარტიის კანდიდატი მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტია რომელიმე კოალიციაში გაერთიანებას არ გეგმავს.

„საქართველოს პირობებში კოალიცია ჩამოყალიბდა პოლიტიკური ორგიების ნაირსახეობად. ჩვენ ვუყურებთ 90-იანი წლებიდან იგივე პირებს, რომლებსაც ყველა ფერის დროშა, ყველა ფერის კოალიცია აქვთ გამოცვლილი. სამწუხაროდ,  ასეთ კოალიციებს, სადაც გაცხადებული ვაჭრობა მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, რამენაირად იშოვონ ფული, იქ ჩვენი ადგილი არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ გვტკივა ჩვენი ქვეყანა, თორემ პირადი კეთილდღეობისთვის რომ გვეზრუნა,  რამენაირად ამგვარ კოალიციაში შევყოფდით ცხვირს“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

გუგავას თქმით, შუალედურ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ლეიბორისტული პარტია“, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5