ანდრო ბარნოვი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულს დახმარებას დაპირდა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 13:15

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ ნელი საქუაშვილს ესტუმრა. სოფელ ურბნისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი თანამდებობოდან 16 იანვარს გაათავისუფლეს იძულებით დაწერილი განცხადების საფუძველზე. გათავისუფლებას საქუაშვილი პოლიტიკური მოტივით ხსნის და სამართლებრივი გზით აპირებს ბრძოლას.

თანასოფლელები მას გულისხმიერ და დადებით პიროვნებად ახასიათებენ. საქუაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილ თანასოფლელებს გუბერნატორმა მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის თხოვნას ახალი გამგებელი აუცილებლად გაითვალისწინებს.

57 წლის ნელი საქუაშვილს 35 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. ბოლო 18 წლის მანძილზე ის სოფელ ურბნისის ტერიტორიული ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46