შსს-მ უკანონო მიგრანტების გადაყვანაში ბრალდებული და ინტერპოლით ძებნილი დააკავა

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 12:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 თებერვალს, შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ა. რაზმაძის ქუჩაზე, ათენის ინტერპოლის მიერ ძებნილი, 1965 წელს დაბადებული ოდისეას იორდანიდისი (იორდანოვი) დააკავეს.

აღნიშნულ პიროვნებას, წინასწარი განზრახვით, სხვა პირებთან შეთანხმებით, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, საბერძნეთის ტერიტორიაზე შეყვანისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფის მიზნით, უკანონო მიგრანტები გადაჰყავდა.

დაკავებული ათენის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან იძებნებოდა.

დაკავების შემდეგ, აღნიშნული პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო 2013 წლის 18 თებერვალს, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, საექსტრადიციო 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა და იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46