ირაკლი ფირცხალავა გენერალურ პროკურატურაში დაკითხეს

ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2013 - 12:23

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა 4 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. ფირცხალავა კომენტარს არ აკეთებს, სანამ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არ იქნება. ასევე, არ აკონკრეტებს, თუ რა გზით მოიპოვა მან ეს ვიდეომასალა, თუმცა ამბობს, რომ კადრებით დასტურდება, რომ ბუტა რობაქიძის თანმხლები პირები შეიარაღებულები იყვნენ.

ფირცხალავამ მთავარ პროკურატურას და ტელეკომპანიებს ორი დღის წინ ვიდეომასალა გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია და მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46