მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის ინტერესებში არ შედის ხალხის არჩეული მთავრობის დათხოვნა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 18:50

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, მის ინტერესებში არ შედის იმ მთავრობის დათხოვნა, რომელიც ქართველმა ხალხმა ოქტომბირს არჩევნებში აირჩია.  ასევე მისი განცხადებით, მას არ გააჩნია არანაირი სურვილი გამოიყენოს ის უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

"ჩემს ინტერესებში როგორც პრეზიდენტის, არის ქვეყანაში სტაბილურობა. ჩემს ინტერესებშია, რომ გასული წლის ოქტომბერში არჩეულ მთავრობას ჰქონდეს საშუალება იმუშაოს შეფერხებების გარეშე, განახორციელოს ის პროგრამები, რომელიც დაპირდა ქართველ ხალხს; ამის პარალელურად ქვეყანაში გაგრძლდეს დემოკრატიული პროცესი, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს პერსპექტივა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ არასოდეს არ გვქონია სურვილი, საქართველოს მთავრობისთვის პრობლემის შექმნის. მე თავიდანვე განვაცხადე და ვადასტურებ, რომ მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა, მთავრობის დათხოვნის არანაირი სურვილი არ მაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39