აქციაში ”გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე” თბილისის #71 საჯარო სკოლა ერთვება

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 13:40

სსიპ ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად აქციაში "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩაერთვნენ. ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სსიპ ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლის თანამშრომლებმა სისხლს გაიღებენ.

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი), არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

უანგარო დონაციის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის მობილური ჯგუფები უწყების თანამშრომელთათვის ადგილზე, სსიპ ქალაქ თბილისის #71 საჯარო სკოლის შენობაში იმუშავებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61