რადიო "საქართველოს ხმაზე" გადაცემა "პარტნიორი" დაიწყო

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 18:27

რადიო "საქართველოს ხმაზე" ახალი პროექტი დაიწყო. გადაცემას ეთერში გასვლამდე და შემდეგაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. " პარტნიორი" fm 107.9 - ზე თქვენთვის ცნობილი და საყვარელი პიროვნებების მეორე მხარეს გაგაცნობთ. "პარტნიორი", ამ შემთხვევაში, სასცენო, სამსახიობო, თუ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების პარტნიორთან ერთად განხორციელებული წარმატებული პროფესიული ნაბიჯების შესახებ სტუმრებთან ერთად მოგიყვებათ. გადაცემის შემქმნელების თქმით, მათ სურდათ გაეკეთებინათ პროექტი, რომელსაც ქართულ  რადიო სივრცეში ანალოგი არ აქვს.

"პროექტის გაკეთების იდეა გაგვიჩინა იმან, რომ ზოგადად fm სივრცეში მსგავსი გადაცემა გვაკლდა.  მე თვითონ მსახიობი ვარ და ზუსტად მესმის პარტნიორის სირთულეს რაც წარმოადგენს. თუ ცუდი პარტნიორი გყავს, რაც არ უნდა გააკეთო, შედეგს ვერ მიაღწევ", - განაცხადა "ჯეონიუსთან" გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, მომავალმა კინორეჟისორმა გოგიტა ჩიკვაიძემ.

რაც შეეხება პროექტის მიზანს, "პარტნიორში" აღნიშნავენ, რომ მათ სურთ საზოგადოებას დაანახონ, რა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ სფეროში სრულყოფილი პარტნიორობა.

" გადაცემა "პარტნიორის" მიზანია საზოგადოებას გააცნოს, წინ წამოწიოს ის, რაც ეკრანზე არ ჩანს და კადრს მიღმა ხდება" - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა, მსახიობმა გაგა მახათაძემ.

რიგით მესამე გადაცემა ხვალ, 21 თებერვალს გავა და მისი სტუმრები, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები კოტე თოლორდავა და ნინო გაჩეჩილაძე იქნებიან. 

გადაცემა პარტნიორი ყოველ ხუთშაბათს 19:00 საათზე fm 107.9 - ზე რადიო "საქართველოს ხმის" ეთერში გადის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45