დავით კირვალიძე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 17:18

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და "ასოციაცია ქართული ღვინის“ ხელმძღვანელი თინა კეზელი. შეხვედრაზე რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო შედეგიანი და ძალიან მალე პოზიტიური ძვრებიც იქნება ამ მიმართულებით. დღეს მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა სწორედ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ რომ ქართულ ღვინოს, რომელიც გადის ევროკავშირის და აშშ-ს ბაზარზე, აკმაყოფილებს ხარისხის მათ სტანდარტებს, არ გაუჭირდება რუსულ ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. მართალია ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყოველ მომდევნო წელს გაიზრდება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის რაოდენობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსულ ბაზარზე გასვლის ხარჯზე, არც ერთი კომპანია არ აპირებს უკვე ათვისებული ბაზრების დათმობას“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო რუსეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქართული პროდუქციის, კერძოდ კი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რუსულ ბაზარზე დაბრუნება.

"მაქსიმალურად შედეგიანი იყო ეს შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებმა ძალიან დადებითად შეაფასეს მიღწეული შედეგები. ღვინის კომპანიებს დეტალური პროცედურები გავაცანით თუ როგორია შემდეგი ნაბიჯები რუსეთის ბაზარზე შესვლისთვის. საჭიროა, რომ კოორდინირებულად და ერთიანად მოხდეს პროდუქციის დაბრუნება. ამისთვის კომპანიებმა, ვისაც რუსულ ბაზარზე გასვლის სურვილი აქვს განაცხადები უნდა შემოიტანონ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. შემდეგ ეს სიები გადაეგზავნება რუსულ მხარეს და მოხდება კომპანიების დარეგისტრირება. ამის შემდგომ უკვე რუსი სპეციალისტები ჩამოვლენ საქართველოში და ადგილზე მოხდება საწარმოების ინსპექტირება. რუსული მხარე თანახმაა ინსპექტირებისთვის გამოყოს 3 ჯგუფი, რაც საშუალებას მოგვცემს მცირე დროში მოხდეს უფრო მეტი საწარმოს შემოწმება და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55