სასჯელაღსრულების სამინისტრო ამნისტირებულ პატიმართა სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 18:03

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა 2013 წლის 8-14 თებერვლის პერიოდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული 2 306 პირი (ბრალდებული/მსჯავრდებული). მათ შორის: დაწესებულებებიდან გათავისუფლდა - 844 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა - 135 მსჯავრდებულს, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა - 1 327 მსჯავრდებულს.

ამნისტირებულ 2 306 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის 2 250 მამრობითი (არასრულწლოვანი - 13, სრულწლოვანი - 2 160, ხანდაზმული - 77) და 56 მდედრობითი (სრულწლოვანი - 55, ხანდაზმული - 1) სქესის იყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5