ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 18:02

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის, მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას და სხვა სამხედრო პირთა წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

გიგი კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძეს განცხადებით, სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი საქმის მოცულობიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულების განხილვის ვერმოსწრება გახდა.

"წინა სასამართლო სხდომა გრძელდება და გარძელდება 2013 წლის 28 თებერვალს, ვინაიდან საქმე არის მოცულობითი და მოსამართლეს აქვს სხვა საქმეები დანიშნული, ამიტომ დღეს მოსმენილი იქნა მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც შეეხება დაცვას მიეცა უფლება რომ 2013 წლის 28 თებრვალს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გაგრძელდება აღნიშნული სხდომა" - განაცხადა

სასამართლო პროცესის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასამართლოს ეზოსა და შენობაში პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. დღევანდელ პროცესზე რამდენიმე წუთით გადაღება დაშვებული იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45