„ქართულ-ოსური მისია“ სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 16:50

„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე რეზო ამაშუკელი წერილით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და დახმარებას სთხოვს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტებაში:

„გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის“, - ნათქვამია წერილში.

აქვე გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მოახდინა აღნიშნულ წერილზე რეაგირება და 26 თებერვალს 16:00 საათზე შედგება უჩა ნანუაშვილის შეხვედრა „ქართულ-ოსური მისიის“ წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46