"ბარსელონას" იოლი თამაში ნამდვილად არ ელის

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 16:42

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები დღეს გაიმართება. ყველაზე დიდ ყურადღებას გრანდების - "მილანის" და "ბარსელონას" დაპირისპირება იწვევს.

მილანი-ბარსელონა

"მილანი" გარდა იმისა, რომ შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობს წლევანდელ სეზონში, საკადრო პრობლემები აქვს. ხოლო, მეტოქეTა ბანაკში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩის ფავორიტი ესპანური კლუბია. გარდა ამისა, მასპინძლები ვერც ქვეყნის ჩემპიონატში გამოდიან კარგად. რაც შეეხება, კატალუნიელებს, მათ ლა ლიგაში თითქმის ყველაფერი მოგვარებული აქვთ. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონა" სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მდევარ გუნდს, 12 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს. ეს კი, მათ საშუალებას აძლევთ, მთელი ძალები ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყენონ. ევროპის გრანდებს ურთიერთ შეხვედრებში დიდი ისტორია აქვთ. იტალიური და ესპანური კლუბები გასულ სეზონშიც (2011/2012) დაუპირისპირდნენ. სადაც გამარჯვებულები ბასკები დარჩნენ. ვნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" სუსტად გამოიყურება, "ბარსელონას" იოლი თამაში არ ელის.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, ამბროზინი, ბოატენგი, ბოიანი, პაცინი, ელ შაარავი.

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, პედრო, მესი, ინიესტა.

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

გალათასარაი-შალკე

"მილანის" და "ბარსელონას" დაპირისპირების ფონზე. ეს დუელი ნაკლებად საინტერესოა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, თუმცა გუნდებს თავისი ქომაგი ჰყავს და მათგან საინტერესო თამაშსაც ელიან. მიუხედავად იმისა, რომ "შალკეს" პლეი-ოფში შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა, მას მაინც გაუჭირდება გასვლა. "გალათასარაი", ძალიან კარგად გამოიყურება და საგრძნობლადაც გაძლიერდა. გარდა ამისა, "შალკე" ვერც შიდა ჩემპიონატში გამოიყურება კარგად.

რაც შეეხება დანაკლისებს, მასპინძლებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებათ უიფალუშისა და ელმანდერი. გერმანელებს კი, პაპადოპულოსი, აფელაი, უჩიდა, მორიტცი, უნერშტალი და მარიკა დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

გალათასარაი: მუსლერა, ებუე, ნუნკო, სემიჰი, რიერა, ალთინთოფი, ფელიპე მელო, შელჩუქი, სნეიდერი, დროგბა, ილმაზი.

შალკე: უნერშტალი, ჰოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი, ჯონსი, ნოიშტადტერი, ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46