დამნაშავე პოლიციელების შესახებ მასალებს „თავისუფალი საქართველო“ პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიაწვდის

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 16:14

პარტია „თავისუფალი საქართველო“  მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ  ჟურნალისტურ სტატიაზე, სადაც საუბარი იყო მძიმე და გაუხსნელ დანაშაულებებზე, მათ შორის ახალგაზრდების „კორტებთან“ ჩაცხრილვის თაობაზე, განცხადებას აკეთებს.

 როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი რესპოდენტი „თავისუფალი საქართველოს“ საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი კონსტანტინე წიწილაშვილია, სადაც იგი შეეხო ამ საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო გამოცემის მიერ მის მიერ გამოთქმული ვერსია დანაშაულის მოტივის შესახებ სხვადასხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული.

"პარტია „თავისუფალი საქართველო“ მუდმივად აფიქსირებს, რომ უდანაშაულო ახალგაზრდების ჩაცხრილვის ფაქტი არის სააკაშვილის კრიმინალური ხელისუფლების მიერ ჩადენილი ტერორი საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ბრალდებები და მტკიცებულებები, რომლის შესახებაც საუბარია მასალებში, შეეხება დამნაშავე პოლიციელებს, მათ ქმედებებს, მოტივებს და არანაირად არ უკავშირდება კონკრეტულად გარდაცვლილ ზურა ვაზაგაშვილს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 „თავისუფალი საქართველო“ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, გამოავლინოს და დასაჯოს ამ დანაშაულში ბრალდებული მაღალჩინოსნები და შემსრულებლები, თავის მხრივ პარტია უახლოეს პერიოდში პრესას და პროკურატურას მიაწვდის უფრო კონკრეტულ და დამატებით მასალებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46