ნატო-ს შტაბ-ბინაში 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:55

ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის პოლიტიკური კომიტეტის დონეზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს დელეგაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

2013 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას, ბრიუსელში განხილვის შემდეგ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს. ამის შემდეგ დოკუმენტი ოფიციალურად ნატოს მხარეს წარედგინება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრები გამართა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ელჩ დირკ ბრეგენმანთან და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დღეს, ასევე დავით დონდუა დაესწრება ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო/პმპ ნდობის ფონდის პროექტის “საქართველო III” დახურვის ცერემონიალს, რომელსაც გახსნის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4