საკონსტიტუციო ცვლილებები ხელოვნურად ჭიანურდება - ზვიად ძიძიგური

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:49

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები ხელოვნურად ჭიანურდება და ამიტომ ის ამჯობინებს, უმრავლესობამ თავისი პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს.

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ, ჩვენი მიმართულებებით წავიდეთ, ჩვენ ჩვენი პოლიტიკიკური საქმიანობა გავაგრძელოთ. იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა კონსტიტუცურ თემებზე თუ სხვა ტიპის პოლიტიკურ თემებზე, მოლაპარაკებები ისევ არსებობს, თუმცა ჩვენ ჩვენ პოლიტიკურ გეგმებს გავყვებით", - განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები "ქართული ოცნება" და უმცირესობის წარმომდგენლები "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებეით რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61