ხათუნა გოგალაძე გარემოსდაცვით გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:50

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კენიაში ქ. ნაირობიში იმყოფება, სადაც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი ტარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მინისტრთა მრგვალი მაგიდის დიალოგის ექვსი შეხვედრა. აქედან ერთ-ერთ მრგვალი მაგიდის დიალოგის სესიას თემაზე ”გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებაში”  თავმჯდომარეობდა ხათუნა გოგალაძე.

სესიაზე განხილულ იქნა 2012 წელს გამართული მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (რიო+20) მიღებული დოკუმენტები - ”მომავალი, რომელიც გვინდა” და ”მდგრადი მოხმარების და წარმოების პროგრამა”. შემდეგ დამსწრე მინისტრებს ეთხოვათ, გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და ხედვა რიო+20 კონფერენციაზე მიღებული დოკუმენტების განხორციელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩაითვალა მოსაზრებები, რომლებშიც გამოკვეთილი იყო აღნიშნულ საქმიანობაში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სამომავლო როლი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46