საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების ჩაშლაში სააკაშვილი და მისი რამდენიმე წევრია ეჭვმიტანილი - ზაქარია ქუცნაშვილი

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:29

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების ჩაშლაში ეჭმიტანილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი რამდენიმე წევრია.

"ამ მოლაპარაკების ჩაშლაში საპარლამენო უმცირესობის წარმომადგენლების როლი ყველაზე მინიმალურია, ისინი არ არიან მთავარი მიზეზი ამ მოლაპარაკების ჩაშლის, აქ სააკაშვილი და მისი რამდენიმე წევრია ეჭვმიტანილი ამ მოლაპარეკების ჩაშლაში. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დანაპირებების შესრულებას, შევქმნით კონსტიტუციური რეფორმების კომისიას, შევქმნით საარჩევნო რეფორმების კომისიას,  გამოვაცხადებთ პოლიტიკურ ამნისტიას საშუალო და დაბალი დონის ჩინოვნიკებზე, ვისაც ძალადობრივი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირებს ვერ ვაპატიებთ იმას, რისი პატიების უფლებას ქართველ ხალხს ჩვენთვის არ მოუცია", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41