ფინანსთა მინისტრი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 15:23

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების: „ვისოლის,“ „გალფის,“ „სოკარის,“ „ლუკოილის,“ „რომპეტროლის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს .

„შევთანხმდით, რომ იქნება მუდმივი დიალოგი ნავთობიმპორტიორებთან, რათა არ დავუშვათ არსებული მდგომარეობის გაუარესება და მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია იაფად. შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია დარგის განვითარება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, ხელი შეეწყოს სხვა სექტორების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეხვედრაზე რამდენიმე, მათ შორის, ბუნებრივ დანაკარგებთან დაკავშირებული თემებზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რათა დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას პრობლემები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5