პატიმრობიდან გუშინ კიდევ 28 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 14:57

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 28 ბრალდებული/მსჯავრდებული.

2013 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 599 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 299-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 294) და 18-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 9, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5