6 ათასი ადამიანი დაიკითხა მხოლოდ იმისთვის, რომ გიგი უგულავას როგორმე ბრალი წაუყენონ - დავით ბაქრაძე

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 14:36

ჩვენ ვთვლით, რომ ზეწოლისა და დევნის კამპანია უნდა შეჩერდეს, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და იქვე დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს და საკუთარი თავის დაცვას.

 მისი თქმით, ყველა, ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მათ შორის, ისეთი ლიდერები, როგორიც არის გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე.

უმცირესობის წევრი მოითხოვს, შეწყდეს იმ პირების დაკითხვაზე დაბარება, რომლებსაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე კავშირი აქვთ.

"არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს და პატიებას. დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ. დამნაშავეა გიგი უგულავა? მიხეილ სააკაშვილი?! საკუთარი თავისთვის იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ თავი დაანებეთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვებზე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". 6 000 ადამიანი დაიკითხა მერიაში, რომ როგორმე გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე საპარლამენტო უმცირესობის წვერს მიაჩნია, რომ მხარეები თანხმდებიან კონსტიტუციის გარკვეული ნაწილის ვადამდე ამოქმედებასა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების კონსტიტუციაში ჩაწერაზე. თუმცა, "პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის" შეჩერების გარეშე, პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაცია საპარლამენტო უმცირესობას წარმოუდგენლად მიაჩნია.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე, ეს ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც ამ დროისთვის ათასობით ადამიანია დაკითხული. თუ ჩვენ ნორმალურ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ პროცესის შეჩერების გარეშე, ეს არის წარმოუდგენელი.  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამოქალაქო მშვიდობა, რომ არ მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის", როგორც ოპოზიციური ძალის განადგურება და რომ ჩვენ ვიაროთ  მუდმივად დაპირისპირებისა და შერიგების გზით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46