პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა - დავით უსუფაშვილი

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 13:52

რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღწეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება", 

- ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს არ შეწყვეტს.

"ჩვენ არ ვწყვეტთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით. უსაფუძვლო ჭირვეულობითა და ახალ-ახალი პირობების დაყენებით დროის გაყვანა ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელისუფლება კი ვალდებულია, პირველ რიგში, საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს. ჩვენი გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოლაპარაკების გაგრძელება და ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, თუ ოპოზიციას ამის სურვილი და უნარი აღმოაჩნდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი სამოქმედო გეგმა, ეს გეგმა ეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობა ოპოზიციასთან შემდგომ თანამშრომლობას იმედოვნებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4