დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 12:54

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დრო არის საზოგადოებამ დეტალურად გაიგოს მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიდიოდა.

"მე მინდა გამოვეხმაურო განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ნამდვილად დრო არის ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს დეტალები იმ ინტენსიური მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა", - განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე, მისი განცხადებთ, რამდენიმე თემა გამოიკვეთა მოლაპარაკების პროცესში. უმცირესობის წევრი პირველ თემად საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს გამოყოფს, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობვის დათხოვნის უფლებამოსილების საკითხს ეხება.

"პირველი, რომელიც  საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ დეტალურად აღწერა. მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს, ამ შემთხვევაში ხელისუფლების და უმრავლესობის პოზიცია გახლდათ ის, რომ ძალაში შესულიყო ახალი კონსტიტუციის მხოლოდ ერთი ელემენტი, რომელიც არეგულირებდა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილების საკითხს. ჩვენი საპასუხო შეთავაზება იყო, რომ ამის ნაცვლად ძალაში შესულიყო კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება, რომლითაც დარეგულირდებოდა არა მხოლოდ ერთი, არამედ კომპლექსურად რამდენიმე საკითხი. ეს კი დააბალანსებდა მთლიანად ურთიერთობას პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის" - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი