ბიძინა ივანიშვილი ინდური კომპანიის \"ტატა ჯგუფი\"-ს დელეგაციას შეხვდა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 12:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმსხვილესი ინდური ტრასნაციონალური კომპანია-კონგლომერატის, „ტატა ჯგუფი“-ს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

„ტატა ჯგუფი“ დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

 პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ინდურ კომპანიას შორის დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, სადაც „ტატა ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა. 

„ტატა ჯგუფი“ მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4