უმცირესობას კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება შევთავაზეთ, რომლითაც პრეზიდენტს უფლება აქვს ერთპიროვნულად შექმნას მთავრობა

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 12:49

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების თაობაზე დავით უსუფაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს. უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობას უმცირესობასთან ჰქონდა ერთადერთი მოთხოვნა და ამ საკითხზე შეთანხმების შემდეგ მხარეები ყველა სხვა საკითხზე შეძლებდნენ პროდუქტიულ მუშაობას. მისი განცხადებით, უმცირესობის წევრებს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება შესთავაზეს, რომლითაც პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად შექმნას მთავრობა.

" ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ 27 დეკემბერს შევთავაზეთ, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე,  შექმნას მთავრობა" - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა ითხოვდა პარლამენტში 2/3-ის ნაცვლად 3/4-იანი კვორუმის დაწესებას.

"15 თებერვლის მდგომარეობით, ჩვენ დავთანხმდით შემდეგ საკითხებზე რომ ამ კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, ყველა სხვა ცვლილების შესატანად დაწესებულიყო 3/4-იანი კვორუმი  2/3-ის ნაცვლად, ანუ 100 ხმის ნაცვლად 113 ხმა ყოფილიყო აუცილებელი სხვა ცვლილებების განსახორციელებლად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით

უსუფაშვილის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოჭრილი სხვა საკითხის გამო, რომელიც საჯარო მოხელეთა ამნისტიას ეხება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41