კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმების რეალიზება ნაციონალურმა მოძრაობამ არ ისურვა - დავით უსუფაშვილი

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 12:32

საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოჭრილი სხვა საკითხის გამო, რომელიც საჯარო მოხელეთა ამნისტიას ეხება.

"ამ შეთანხმების რეალიზებაზე ნაციონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე - შეთანხმების ვერმიღწევის გამო. "- განაცხადა უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილმა მოლაპარაკებებში მონაწილე უმცირესობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი პროდუქტიული მუშაობის იმედი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46