„სმარტი“ ექსკლუზიური გამაგრილებელი სასმელის - „დოქტორ პეპერის“ რეალიზაციას იწყებს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 12:31

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ამერიკული გამაგრილებელი სასმელის „დოქტორ პეპერის“ რეალიზაციას იწყებს. „დოქტორ პეპერი“ 1885 წელს შეიქმნა ტეხასში და დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიაში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამაგრილებელ სასმელად ითვლება.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტის“ მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელი „დოქტორ პეპერი“ გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და უნიკალური, ყველა გამაგრილებელი სასმელისგან განსხვავებული გემოთი. „დოქტორ პეპერი“ დატვირთული დღის რეჯიმით დაღლილ მომხმარებლებს ახალ ენერგიას შემატებს. ვფიქრობთ, „დოქტორ პეპერის“ „სმარტის“ ქსელში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ის ყველასთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელი გახდება. „დოქტორ პეპერი“ „სმარტში“ 1.95 ლარად იყიდება“, - აცხადებენ „სმარტში“

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს“ 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55