ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ქვეყანაში დესტაბილიზაციით ცდილობენ რევანშის აღებას - "ჯავახკი"

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 11:27

ორგანიზაცია "ჯავახკის" რუსული დიასპორა საკუთარ აქტივისტებსა და ლიდერებს მოუწოდეს, ახალ ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონის მიღების მოთხოვნით მიმართონ. ორგანიზაციის ამ განცხადების თანახმად, პირს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იკავებდა სხვადასხვა პოსტს, არ შეეძლება ჯავახეთის ტერიტორიაზე არც ერთი თანამდებობის ჩაბარება. "ჯავახკი" აქტივისტებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკანონებული "ნაციზმის ნაშთები" აღმოფხვრან ჯავახეთში.

"კარგად ჩანს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით ცდილობენ რევანში აიღონ საპარლამენტო არჩევნების წაგების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია "ჯავახკის" ცნობით, ჯავახეთში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ აქციები ჩატარდა. კოალიციის მხარდამჭერების მიზანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევა და სააკაშვილის გადაყენება იყო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ამ დეპუტატების უფლებების დაცვას ცდილობდნენ. "ჯავახკი" ადგილობრივ ლიდერებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს ქუჩის ნაცვლად მოლაპარაკებების მაგიდასთან შეიკრიბონ და სადაო საკითხები მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მოაგვარონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46