განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 11:41

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამირან პეშკოვის მკვლელობაში ბრალდებული, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ თ. მკვლელობიდან ათ წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 19 თებერვალს, ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ურთიერთშელაპარაკებისას, „ბერეტა"-ს ტიპის პისტოლეტით ამირან პეშკოვი მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე წუთში, ოზურგეთში დააკავეს.

გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკება მკვლელსა და მოკლულს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი მასრა.

დამნაშავე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39