ბაჩო ახალაიას მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 20:36

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დირექტორი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლის ღარიბაშვილს განცხადებით მიმართავს. განცხადების ასლს ნადარეიშვილი facebook-ის  საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

"მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 20 თებერვალს, 12 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩემი მეუღლის, ყოფილი შს მინისტრის ბ-ნი ბ. ახალაიას წინა სასამართლოს სხდომა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბ. ახალაიას მხარდასაჭერად მოდიან როგორც ბ-ნ ბ. ახალაიას მეგობრები, ასევე მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რიგითი მოქალაქეები. მოგმართავთ თხოვნით, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, ყველანაირი ექსცესების და ძალადობის თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია ანი ნადარეიშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46