საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 19:23

მიმდინარე  წლის მარტიდან ახალი პროექტის „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 140 საჯარო სკოლას სასკოლო ავტობუსი მოემსახურება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს გლდანის 69-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც იმ 40-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს შეხვდა, რომლებიც 2013 წლის იანვრიდან სასკოლო ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ.

მოსწავლეები სკოლიდან 6 კილომეტრით დაშორებულ დასახლება „გიორგიწმინდაში“ ცხოვრობენ. დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს, არ არსებობს ოფიციალური სატრანსპორტო ხაზი, ავარიულია გზაც, რის გამოც მოსწავლეებს ფეხით უხდებოდათ ამ მონაკვეთის გავლა. დღეს ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია. მოსწავლეები დათქმული ადგილებიდან სკოლამდე და სკოლიდან უკან სასკოლო ავტობუსით უსაფრთხოთ გადაადგილდებიან.

სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის იანვარში ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ ამოქმედდა. პროგრამაში 190 საჯარო სკოლაა ჩართული და 9000-ზე მეტი მოსწავლეა სასკოლო ავტობუსით უზრუნველყოფილი. სკოლების სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ. 6 მარტიდან პროექტში დამატებით კიდევ 140 სკოლა ჩაერთვება და სულ 16000 მოსწავლის ტრანსპორტირება განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46