„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 19:09

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტელეკომპანიის 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის კადრები გავიდა.

ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიზეც იმყოფება. ასევე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" და "სახალხო კრების" წარმომადგენლები, აგრეთვე ყოფილი პოლიტპატიმრები.

აქციაში მოანაწილე პირები ტელეკომპანიას ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაფარვაში, სიცრუისა და პროპადგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

შეგახხსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ეს კადრები რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს პროკურატურასთან მყოფ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გადასცა. დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ `კურიერის` გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო. მასალის გავრცელებამდე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრებისათვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41