flydubai ჯუბას მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს

ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2013 - 11:52

დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია flydubai ფრენების შესრულებას სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის დედაქალაქის ჯუბას მიმართულებით იწყებს. პირველი რეისი 2013 წლის 21 აპრილს შესრულდება.  ავიაკომპანია დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე  ტერმინალიდან ჯუბას აეროპორტის მიმართულებით კვირაში 4 რეისს შეასრულებს.

flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორის გაიტ ალ გაიტის განცხადებით, ახალი რეისის დანიშვნით ჩვენს კომპანიას საშუალება ეძლევა გააფართოვოს აფრიკის ქსელი და სულ უფრო მეტი ახალი, აქამდე აუთვისებელი ქალაქები და ქვეყნები მოიცვას. ჯუბას რეისის დამატებით flydubai-ს ქსელი 32 ექსკლუზიურ მიმართულებამდე გაიზარდა. ამ მიმართულებით გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან მხოლოდ flydubai ასრულებს პირდაპირ ფრენებს.

flydubai ჯუბას მიმართულებით კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს. ფრენები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევს და შაბათს. რეისი ნომრით FZ611 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან 10.10 საათზე გაფრინდება და ჯუბას აეროპორტში ადგილობრივი დროით 14.00 საათზე დაეშვება. ჯუბადან რეისი ნომრით FZ612 15.00 საათზე გამოფრინდება და დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 21.15 საათზე დაეშვება.

ჯუბას მიმართულებით ფრენის ღირებულების საწყისი ფასი 2380 დირჰამი, ხოლო ჯუბადან დუბაის მიმართულებით 650 აშშ დოლარი იქნება. ფასები შეიცავს ყველა საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ-მდე ხელბარგის და პატარა ზომის ნოუთბუქის ჩანთის ტრანსპორტირების საფასურს. 20 კგ. შემოწმებული ბარგის ღირებულება 50 დირჰამიდან იწყება, ხოლო ვიპ სავარძელი დამატებით 100 დირჰამი ღირს.

ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი კომპანიის მეშვეობითაა შესაძლებელი.  მოგზაურობის მსურველთათვის, flydubai.com -ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავება და დაზღვევის შეძენაც ხელმისაწვდომია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5