ბუტა რობაქიძის მეგობარი იარაღის მანქანაში არსებობას უარყოფს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 18:28

ბუტა რობაქიძის მეგობარი გიორგი მიქაბერიძემ, რომელიც დიდუბის ეკლესიასთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დაკავებულია, დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში განცხადება გააკეთა.

გიორგი მიქაბერიძე კატეგორიულად უარყოფს ვიდეომასალით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულებს მანქანაში “კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი და “ნაგანის” ტიპის პისტოლეტი ჰქონდათ.

მიქაბერიძემ ასევე უარყო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ბუტა რობაქიძე მანქანაში შემთხვევით აღმოჩნდა და მათი მეგობარი არ იყო.

" იარაღის ჩადება და ფაქტების ფალსიფიკაცია თვითონ მოახდინეს, ჟურალისტები მოიყვანეს და გადააღებინეს, რაც თვითონ უნდოდათ და რაც თვითონ აწყობდათ" - განაცხადა მიქაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელიც მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. ვიდეოკადრები ასევე ტელეკომპანიებსაც გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5