ზუგდიდში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 18:24

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ზუგდიდში, „ინგურქაღალდკომბინატი"-ს დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ავტოფარეხში პაპუნა ფაცურიას გვამი აღმოაჩინეს.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 18 თებერვალს, სტუმრად მისული პაპუნა ფაცურია ირაკლი ც-მ საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, ირაკლი ც-მ გვამი ბინიდან გაიტანა, საცხოვრებელი კორპუსის ახლოს, მიტოვებულ ავტოფარეხში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ირაკლი ც-ს ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს იძიებს საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5