ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა თავმჯდომარეობასთან ერთად, ფრაქციაც დატოვა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 18:12

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა, თავმჯდომარეობის პოსტთან ერთად, ფრაქციაც დატოვა.  ამის შესახებ, ხაჩირაშვილმა დღეს თავადვე განაცხადა.

 „ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. მეც ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“ და ამავდროულად საკრებულოში ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის პოსტიც“,- განაცხადა ხაჩირაშვილმა.

მისივე თქმით, იგი საკრებულოში რჩება როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და იგი არ აპირებს სხვა რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ხაჩირაშვილი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5