კახა კუკავა „როსპოტრებნადზორს“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქართველი მეწარმეებისთვის თანაბარი პირობების შექმნას სთხოვს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 17:57

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა თხოვნით მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, რომ როსპოტრებნადზორმა უშუალოდ დაამყაროს ურთიერთობა ქართულ ბიზნესთან და ქართულ კომპანიებს და მათ გაერთიანებებს მიეცეთ საშუალება არამონოპოლიურ პირობებში მოახდინონ თავისი პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე.

როგორც კუკავა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო  ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის პროცედურები, აღნიშნულ პროცესში უკვე ახალი მთავრობა შეცდომებს უშვებს.

"აშკარაა რუსული მხარის აქტიურობა და ქართული მხარის პასიურობა, მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ რუსული ბაზარი არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ეს უბრალოდ ერთერთი ბაზარია და საქმე იქამდევც კი მივიდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როსპოტრებნადზორისთვის საბუთების მიწოდება დააგვიანა. განსაკუთრებით უხეში შეცდომაა განცხადებები იმის შესახებ, რომ ბაზრის გახსნა გამოწვეულია WTO - ს ფარგლებში არსებული შეთანხმებებით. რეალურად ამ შეთანხმებებს რუსეთისთვის ჯერჯერობით პრაქტიკული იურიდიული ძალა არ გააჩნია. ბაზრის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ცალმხრივ ნაბიჯს და პირველ დათმობას, რომელიც თუ სათანადოდ არ იქნება შეფასებული, შესაძლოა პროცესის შეფერხება გამოიწვიოს", - აცხადებს კუკავა..

როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე პარტია  2011 წლიდან რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის ინიციატორი თავად პარტიაა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5