წინა ხელისუფლებისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგო იდეოლოგია გაგვაჩნია - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 17:13

"ვერ მოგვარდა და ვერ გამყარდა ეს კოჰაბიტაცია. ეს ახალი სიტყვა ვისწავლე მეც. რთულია თანაარსებობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას. პრემიერ მინისტრმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც აფერხებს თანაარსებობის პროცესს. ივანიშვილი ამის ერთ-ერთ და მთავარ მიზეზად "ქართულ ოცნებასა" და ძველ ხელისუფლებას შორის განსხვავებულ იდეოლოგიას ასახელებს.

"ჩვენ მათგან აბსოლუტურად საწინააღმდეგო იდეოლოგია გაგვაჩნია. შესაბამისად, თანაარსებობაც არ არის იოლი", -განაცხადა ივანიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა თანაარსებობის აუცილებლობასაც და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობის პროცესი პოზიტიურად წარიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენიც წარადგინა - ამ თანამდებობაზე გიორგი გახარია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44