"აზიზიეს" მეჩეთი არ აშენდება - მაია ფანჯიკიძე

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 16:52

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს უმცირესობის კითხვებს გასცა პასუხი. საუბარი შეეხო ბათუმში "აზიზიეს" მეჩეთის მშენებლობასაც. რაზეც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ბათუმში აღნიშნული მეჩეთი არ აშენდება. "აზიზიეს" მეჩეთი არ შენდება, შენდება სხვა მეჩეთი, რომლის ადგილიც ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის. მას ექნება სხვა არქიტექტურა და არავითარი სხვა მინარეთების თაობაზე მე ლაპარაკი თურქეთში არ მომისმენია",- განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი მეჩეთი აშენდება არა თურქეთის, არამედ საქართველოს სახსრებით. "ეს იქნება ახალი მეჩეთი. მას ექნება, არ ვიცი როგორი, მაგრამ სხვა არქიტექტურა. იგი აშენდება საქართველოს სახსრებით და არა თურქეთის მიერ. ეს საკითხი არ უკავშირდება ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

პარლამენტში უმცირესობასთან შესახვედრად საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ქუთაისში მივიდა. მისი თქმით, კარგია, რომ უმცირესობასთან ეს შეხვედრა შედგა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41