ზაქარია ხუნძაყიშვილმა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 16:41

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქობულეთის შემოვლითი გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 ჩოლოქი-სარფი ს/გზის ახალი მიმართულება – ქობულეთის შემოვლითი გზა ლოტი I, რომლის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12 კმ-ია.

ქობულეთის შემოვლითი გზის 0-12.4 კმ-ებზე მიმდინარეობს: ხიდების მალის ნაშენისთვის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟის სამუშაოები; ხიდებზე ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერების სამონტაჟო სამუშაოები და გზის საფუძვლის (მიწის ვაკისის) მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე (30-33 კმ-ებზე) არსებული ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გაგანიერება, სადაც მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2013 წლის აგვისტოში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45