"რუსთავი-2" ბუტა რობაქიძის საქმის კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 16:40

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„ეს კადრები რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს პროკურატურასთან მყოფ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გადასცა. დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ `კურიერის` გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო. 

მასალის გავრცელებამდე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრებისათვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მთავარ პროკურატურაში ვიდეო მასალა მიიტანა, რომელიც მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. ვიდეოკადრები ასევე ტელეკომპანიებსაც გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46