შემოდგომაზე, “ქართული ოცნების” სოციალური დაპირებების მესამედი შესრულებული იქნება - ალექსანდრე ლომოური

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 15:57

“მართალია, ნაციონალები აცხადებენ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” დანაპირებს ვერ ასრულებს და ყოფილ მაღალჩინოსნებს იმიტომ იჭერენ, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა და, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი ძალიან მშვიდადაა”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის საკითხებში ექსპერტი ალექსანდრე ლომოური.

ამასთან, ლომოური პრემიერის სიმშვიდის მიზეზსაც განმარტავს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, შემოდგომაზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სოციალური დაპირებების, მინიმუმ, მესამედი შესრულებული იქნება.

“ცვლილებას განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა იგრძნობს. ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შექმნილი ფონდიდან, რომელიც მილიარდით დაფინანსდა, მთავრობამ ამ ეტაპზე, 800 მილიონზე მეტის დახარჯვა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლად ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, გლეხობას ყველა ის პრობლემა დაუკმაყოფილა, რაც საგაზაფხულო სამუშაოებს ეხება”,-  აცხადებს ლომოური.

ლომოურის თქმითვე, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გარდა, კიდევ ორი ფონდი შეიქმნება, რომელიც სოლიდური თანხით დაფინანსდება და რომელიც სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოსვლების დროს, ფონდებზე ყურადღება თავად პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46