რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ძალიან დაჩქარებულად და გაუაზრებლად ხდება - ანდრო ბარნოვი

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 15:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გორში, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რეგიონის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი, სამხარეო მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგი საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება როგორც მიმდინარე ინსტრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა), ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საუბარი იყო რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადებაზეც.

შიდა ქართლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ძალიან დაჩქარებულად და გაუაზრებლად ხდება, რაც მთავრობის ზერელე მიდგომაზე მეტყველებს.

,,იმის გამო, რომ ვიღაცას პოლიტიკურად ეჩქარება, ამ დოკუმენტისს მიღება არ უნდა დავაჩქაროთ. საუბარია რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც უნდა ჩაიდოს ასეულობით მილიონი. ამ დოკუმენტის შემუშავება აუცილებლად უნდა მოხდეს მშვიდ რეჟიმში და ძალიან აკადემიურად. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული მყარი ხედვა ეკონომიკური, ინფრასტუქტურული, სოციალური თუ გარემოს დაცვის სფეროების გათვალისწინებით და უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვაკეთებთ, როგორ ვვითარდებით და საით მივდივართ. სამწუხაროდ დღეს სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოვისმინე უცნაური მიდგომა, რომ მათაც არ მოსწონთ ეს დოკუმენტი, მაგრამ არ არის აუცილებელი ის იყოს სრულყოფილი, ან კარგი, მთავარია რომ უცებ მივიღოთ, მასზე კი მერე გავაგრძლებთ მუშაობას და დაიხვეწება. ასეთ მიდგომას მე ვერ დავეთანხმები ვერანაირ შემთხვევაში და არც ჩემი ხელმოწერა ექნება არც ერთ დოკუმენტს, რომლისაც არ მჯერა. ჩემი თხოვნა, მოთხოვნა და მოწოდება დღევანდელი მთავრობის და სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ არის ის, რომ არ ავჩქარდეთ, სჯობს კარგად ჩამოვყალიბდეთ და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რეალურად დღეს განვითარების სტრატეგია არ არის, მარტში კი უნდა არსებობდეს რაღაც განსახილველი დოკუმენტი. მე ვამბობ, რომ ეს არის შეუძლებელი. ვაპირებ ძალზე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში, შევქმნა ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს ამ დოკუმენტზე და იმის უზრუნველყოფასაც მოვახერხებ, რომ ამ პროცესში ჩავრთო ექსპერტები, თვითმმართველობების და საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად. ვაპირებ ეს საკითხები განვიხილო ჩემს კოლეგა გუბერნატორებთან ერთადაც და რეალურად მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ჭირდება ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46